გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი „დიდი ადამიანები" გამოიცემა

5-10-2021

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები" ხორციელდება.


ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესი ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ფოტოსა და ტექსტის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას.


პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ნათელა გრიგალაშვილი და გიორგი კეკელიძე პროექტის პირველ ათ გმირს გურიაში შეხვდნენ.


„ლიბერთისთან ერთად ვაგრძელებთ იმ საქმეს, რომელიც 4 წლის წინ წამოვიწყეთ და გულისხმობს ფოტოსა და ტექსტის კონტაქტს, ასევე მცდელობას, რომ დავინახოთ ადამიანი და უკვე შემდეგ დავინახოთ ამ ადამიანის ისტორია. პირველად ეს გავაკეთეთ გურიაში. ეს არის ათი ამბავი ათ ხანდაზმულზე. მე მგონია, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ აერთიანებთ ერთი - გურულობა და ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო ამბავი იქნება",- ამბობს გიორგი კეკელიძე.


პროექტზე მუშაობა და ფოტოგადაღების პროცესი საინტერესო აღმოჩნდა ნათელა გრიგალაშვილისთვის. „მეც და გიორგიც ძალიან კარგად ვიცნობთ რეგიონებს, მაგრამ ძიების პროცესი, ამ ადამიანებთან შეხვედრა, არის ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მოქმედებს პირადად ჩემზე და მინდა ეს დრო დიდხანს გაგრძელდეს ხოლმე. რაც უფრო დიდხანს ხარ ამ ადამიანებთან, უფრო მეტს და მეტს აღმოაჩენ. ვფიქრობ, რომ არათუ ათი ადამიანი, თითოეულ სოფელში შეგიძლია ნახო ოცი, ოცდაათი ადამიანიც, რომელთან შეხვედრაც ძალიან საინტერესოა", - აღნიშნა ნათელა გრიგალაშვილმა.


ფოტოგრაფისა და მწერლის ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოჩენილ ადამიანებზე ფოტო ამბების ნახვა შესაძლებელი იქნება წიგნში, რომელიც ლიბერთის მხარდაჭერით გამოიცემა.


„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგია ითვალისწინებს ნებისმიერ მომხმარებელზე ზრუნვას და ადამიანებთან მარტივ ურთიერთობას.


პროექტის „დიდი ადამიანები" მხარდაჭერით ლიბერთი შეძლებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და დააფასოს ის გამორჩეული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული ისტორია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.


ლიბერთის ახალი სტრატეგია გულისხმობს ყველასთვის ხელმისაწვდომობას და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც ადამიანებთან უფრო დაგვაახლოებს და ასევე, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა თაობის ადამიანების ურთიერთობას.


დიდი ინტერესით ველოდებით გიორგი კეკელიძის და ნათელა გრიგალაშვილის ერთობლივ ნამუშევარს- ადამიანების ფოტოებით გაცოცხლებულ ისტორიებს, რომელიც ლიბერთის მხარდაჭერით წიგნადაც გამოიცემა",- განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.


„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი, ახლო მომავალში, ყველა ასაკის ადამიანებისთვის, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031