გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდთოვლობის შედეგები სამხრეთ ოსეთში

29-12-2017

მესამე დღეა, სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დიდითოვლობის შედეგად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

ავარიის აღმოსაფხვრელი სამუშაოები გრძელდება. მოცემულ მომენტში აღმოჩენილია და შეკეთებული სამ ადგილას გაწყვეტილი ხაზი. თუმცა, ელექტრომომარაგების აღსადგენად ეს არ კმარა – ენერგეტიკოსებმა უნდა შეამოწმონ და აღმოფხვრან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მახლობლად მდებარე ძომაგის უღელტეხილის ხაზზე არსებული დაზიანება. ეს ადგილი თოვლის გამო ახლა ძნელად მისადგომია. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ძომაგის ხეობის ადგილმდებარეობის გამოსაკვლევად რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსგან ვერტმფრენი ითხოვა.

სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში ელექტროენერგია მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს მიეწოდება, სკოლების უმეტესობა დაკეტილია.

„ძომაგის ხეობის რაიონში არსებულ ხაზზე მომხდარი ავარიის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ფორსირებული სამუშაოების ჩატარება, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, სამუშაო რეჟიმში უნდა იმყოფებოდეს სამკურნალო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინტერნატი და მოხუცთა თავშესაფარი“, – განაცხადა სამხრეთი ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ერიკ პუხაევმა.

სამხრეთ ოსეთში ის სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებიც ელექტროენერგიით თბება, უშუქობის გამო, არ მუშაობს.

„გიმნაზია „ალბიონში“ გათბობის სათადარიგო სისტემა არსებობდა და იქ ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობენ. გარდა ამისა, შეფერხებები წყალმომარაგების მხრივაც გვაქვს და ბავშვებს სიცივეში ვერ დავტოვებდით. სამხრეთ ოსეთის იმ რაიონებში, სადაც შეშის ღუმელებით ან დიზელის საწვავით თბებიან, გაკვეთილები ისევ ტარდება“, – თქვა სამხრეთ ოსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნატალი გასიევამ.

ზვავსაწინააღმდეგო სამსახური სამხრეთ ოსეთის მხრიდან აპირებს, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შემაერთებელი ტრანსკავკასიის ავტომაგისტრალის გასწვრივ, პოტენციურად სახიფათო ადგილების მიმართულებით ზვავსაწინააღმდეგო   ზარბაზნებიდან ისროლოს, რათა გზის გახსნის შემდეგ გზაზე ზვავის ჩამოწოლის საფრთხე შეამციროს.

ამჟამად ტრასის მიმდებარედ თოვის ინტენსიურობა შემცირდა და გზის წმენდა მიმდინარეობს.

https://jam-news.net/?p=77866&lang=ka

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031