გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო წიგნიერების საერთაშორისო კვლევის 2021 წლის ციკლში მონაწილეობს

8-10-2021

მიმდინარე წლის 11-20 ოქტომბერს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS - Progress in International Reading Literacy Study) მონაწილეობას საქართველოს 192 სკოლის 261 მასწავლებელი, 5 716 მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ.


კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.


PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.


წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ მსოფლიოს 60-მდე ქვეყანასა და 15-მდე რეგიონში ტარდება. საქართველო ამ კვლევაში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011 და 2016 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა.


კვლევის მიზანია 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930