გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: "აწარმოე საქართველოში" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული კომპანია გავიდა იაპონიის ბაზარზე

8-10-2021

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში'' და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ჟუჟუნა" იაპონიის ბაზარზე გავიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ქართული კომპანიებისა და საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრის მიზნით", -აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.


აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია "ჟუჟუნა" ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.


ამასთან, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.


„ჟუჟუნა" სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.

კომპანიას ამ ეტაპზე 14 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930