გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

10-10-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის მე-7 ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.


ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულმა უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-8 ნაკრებ ოცეულს უკვე გადააბარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031