გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: გამორიცხულია, რომ ეს საქმე ჰაერში დაეკიდოს და ყველაფერს თავის სახელი არ დაერქვას

31-05-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადეობამ უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ხორავას ქუჩის საქმესთან მიმართებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნის თაობაზე, პოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობა და სამარცხვინო საქციელია. 


„კომისიის შექმნის წარმოჩენა, როგორც პოლიტიკური დივიდენდის მიღება სამარცხვინო საქციელია. რეალურად ჩვენ, საზოგადოებას - ბატონ სარალიძეს, გია ვოლსკის - ყველას გვჭირდება დეტალური ინფორმაცია, რა გაკეთდა და რაშია განსხვავება პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, არის თუ არა შესაძლებლობა კიდევ დამატებითი მიუკერძოებელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ჩაერთონ ამ საქმეში. გამორიცხულია, რომ ეს საქმე ჰაერში დაეკიდოს და ყველაფერს თავის სახელი არ დაერქვას“- განაცხადა ვოლსკიმ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031