11-10-2021
„ბათუმში, როცა მაჟორიტად დეპუტატად იყრიდა კენჭს, მაგარ შარს გადაურჩა. 2012 წლის აგვისტოში, მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრისას, „ჭაობის უბნის“ მაცხოვრებლები ცოცხებით გამოენთნენ, ბარამიძე უნდა დაეჭირათ და ცოცხით გაეუპატიურებინათ“ - ამის შესახებ გაზეთი „ალია“ წერს:
„შეშინებულმა ბარამიძემ, თურმე ეგრევე მანქანაში ისკუპა, უკვე დაძრულ მანქანას ძლივს შეახტა, მისმა მძღოლმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა და ბარამიძეც ცალ ფეხს ასფალტზე მიათრევდა, ლამის ფეხი მოიტეხა. მოკლედ, ძლივს გაასწრო გავეშებულ ხალხს. ამბობენ, იმ დღის შემდეგ ბარამიძეს ცოცხით გაუპატიურების შიში დასჩემდა და ჰგონია, მისი და მისი თანაგუნდელების მიერ გაუბედურებული ადამიანებიდან ერთი მაინც აიღებს თავზე ხელს, სადმე მოიხელთებს და...
ამ შიშს თურმე ბარამიძე დღემდე ვერ იცილებს. ამბობენ, ფსიქოლოგთანაც გაიარა მკურნალობის კურსი, მაგრამ „ცოცხოფობიისგან“ ვერ განიკურნაო“ - წერს გამოცემა.