12-10-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
1. „დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხალხური საკრავის ჭიბონის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნება", განმახორციელებელი - ფ.პ. თემურ არძენაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);
2. „გიორგი ნიპარიშვილის კლასიკური და ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი ნიპარიშვილი (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის);
3. „ხის მასალა ხელნაკეთი კონტრაბასისთვის", განმახორციელებელი - ფ.პ. ლევან ცინცაძე (ხის მასალის შეძენა კონტრაბასის შესაქმნელად);
4. „კარლო კელაპტრიშვილის ქართული ხალხური საკრავების საამქროს აღორძინება-განვითარება", განმახორციელებელი - ფ.პ. კარლო კელაპტრიშვილი (დაზგა-დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
5. „სამუშაო დანადგარების შეძენა", განმახორციელებელი - ფ.პ. ლევან ქავთარაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
6. „ხალხური საკრავების წარმოების ხელშეწყობა", განმახორციელებელი - მიკრო მეწარმე ნუგზარ შოგირაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარებისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
7. „ვახტანგ ქავთარაძის სახელოსნო", განმახორციელებელი - ფ.პ. ვახტანგი ქავთარაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);
8. „თურმანიძის დიპლიპიტო", განმახორციელებელი - ფ.პ. ფატიმა თურმანიძე (ინსტრუმენტების დასამზადებელი მასალის, სახელოსნოსთვის სარემონტო მასალისა და ნაკეთობების დამამუშავებელი ხელსაწყოების შეძენა);
9. „სვანური ხალხური საკრავების ჩანგის და ჭუნირის დასამზადებელი სახელოსნოსთვის ვერტიკალური ლენტური ხერხის შეძენა", განმახორციელებელი - ფ.პ. ვახტანგ ფილფანი (დაზგის შეძენა სახელოსნოსთვის);
10. „გივი პაპას დოლები", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი გურგენიშვილი (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);11. „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო", განმახორციელებელი - ფ.პ. გიორგი ფხალაძე (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის).
კონკურსის ჯამურის ბიუჯეტი შეადგენდა 95 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 11-მა განმცხადებელმა მომართა.