გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში ეკონომიკური ზრდის მიხედვით იქნება ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

13-10-2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.


„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - საშუალო ტემპით 5.8 პროცენტი, თითქმის 6 პროცენტი წლიურად. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930