გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

31-05-2018

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. ამასთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა.


„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვგმობ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. სირიის მხრიდან აღნიშნული ქმედება სრულ წინააღმდეგობაშია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საყოველთაოდ მიღებულ რეზოლუციებთან და დეკლარაციებთან“, - აღნიშნულია გიგი წერეთლის ოფიციალურ გვერდზე.


აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში და ვილნიუსის, სტამბულის და თბილისის დეკლარაციებში, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობა, ცალსახად არის მხარდაჭერილი. საერთაშორისო რეზოლუციებით ასევე მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციას მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031