გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელზე: ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა

18-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური წერს, რომ კოლინ პაუელი ამერიკის პატრიოტი და საქართველოს მეგობარი იყო.


პრემიერ-მინისტრი კოლინ პაუელის ოჯახს და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.


„გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამამწუხრა. ნამდვილმა გზის გამკვალავმა, წესიერებისა და ღირსების განსახიერებამ, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ პაუელების ოჯახს და ამერიკელ ხალხს",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31