გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა, მელიამ და მათმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ

19-10-2021

სააკაშვილმა, მელიამ და მათმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა, მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია და არჩევნების შემდეგ აღარ აპირებს მის შესახებ კომენტარის გაკეთებას.


„საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური თემებისა და საკითხებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. ბუნებრივია, არჩევნებია და ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და შევახსენოთ რეალობა, მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებ სააკაშვილზე კომენტარს და მინდა ამ თხოვნით მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს. ის პატიმარია და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს: შეურაცხმყოფელი ქმედება და მასკარადია მისი მხრიდან, რომ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ის არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ქვეყანაში არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930