გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტების ჩამდენი, უნდა დასრულდეს, პოლიტიკურად უნდა განულდეს!

19-10-2021

ჩვენ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის" ლიდერების მძიმე დანაშაულებზე, მათ მძიმე წარსულზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, პოლიტიკურად უნდა განულდეს.


„რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი, მათ ხომ უბრალოდ როგორც ჩანს ჯერ კიდევ სამწუხაროდ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის, სიცრუის, სიყალბის. ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტების ჩამდენი, ეს უნდა დასრულდეს, როგორც პარტია და პოლიტიკურად უნდა განულდეს „ნაცმოძრაობა", ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031