მსოფლიოში დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან 1-ელ ივნისს ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.