გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, გიორგი მარგველაშვილია 

1-06-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ხურავას ქუჩის საქმეზე მოწმეები დაშინებულები და მოსყიდულები არიან.

მისივე თქმით, ხელისუფლებიდან გვერდით მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი დაუდგა.

ამის შესახებ სარალძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„მივმართავ სრულიად საქართველოს.

 

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.

 

განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა.

 

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.

 

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

 

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

 

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

 

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

 

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

 

გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

 

ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

 

მადლობა პრეზიდენტს,მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

 

არც ერთ მართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.

 

როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი“ -წერს სარალიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031