გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა

20-10-2021

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა. ჩვენი ქვეყანა კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილზე გავიდა. კანონის უზენაესობით საქართველო საუკეთესო ხუთეულში დასახელდა საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის.


„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 139 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი“ იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება,

ნორმატიული უზრუნველყოფა, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება. 8 ფაქტორიდან 6 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტალური აზიაში პირველადგილზე გავიდა (კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება).


ინდექსის ისეთ წაამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება საქართველო მსოფლიოში 31-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 19-ე ადგილზეა.
44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 14-ე პოზიციაზეა.


ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031