გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მართვა აიკრძალა

29-12-2017

ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს ავტომობილები მარცხენა მხარის საგზაო მოძრაობას საფრთხეს უქმნის.

მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს – მანქანებით სვლით. ისინი უკმაყოფილოები არიან სომხეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მომდევნო წლის 1 აპრილიდან დროებით კრძალავს ასეთი მანქანების შემოყვანას, მომავალში კი ასევე – მათ გაყიდვასა და გამოყენებას.

 

მარჯვენა საჭიანი მანქანების  35 000 მძღოლი დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს უკმაყოფილებას მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო. 22 დეკემბერს ისინი ტრანსპორტისა და კავშირგბმულობის მინისტრს შეხვდნენ და მას ყველა თავიანთი პრეტენზია წარუდგინეს.

 

მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა თქვა, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოყვანა და გამოყენება დაუშვებელია, რადგან ასეთი ავტომობილები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საგზაო მოძრაობას – რომელიც აქ  მარცხენა მხრივია. მინისტრი დიდხანს ესაუბრებოდა მძღოლებს, და განსაკუთრებით შემდეგ არგუმენტს გამოყოფდა: ასეთი ავტომობილების მძღოლებს ხილვადობა შეზღუდული აქვთ. პროტესტის მონაწილეები ამ არგუმენტს არ ეთანხმებოდნენ.

 

„არსებობს პოლიციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მონაწილეობა 11%-ს შეადგენს. თქვენი თქმით, ეს თითქოს უსაფრთხოებისთვის ხდება. ჩვენ ამ არგუმენტის დასაბუთებას მოვითხოვთ. და თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 11%-ში მარჯვენა საჭიანი მანქანები მონაწილეობდნენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სწორედ ამ ავტომობილების მძღოლები იყვნენ დამნაშავეები“, – განაცხადა აქციის მონაწილე გევორგ აჩემიანმა.

 

მინისტრის დარწმუნება მაინც არ მოხერხდა. მეტიც, მან უარი განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომობილით მგზავრობაზე, იმისთვის, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მართვის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინათ. ვაან მარტიროსიანმა თქვა, რომ მარჯვენასაჭიან მანქანაში არ ჩაჯდება, რადგან ის „კამიკაძე“ არ არის.

 

მძღოლების თქმით კი, ეს არ არის ამ სფეროს ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია, სამინისტრო დაკავდეს ოლქთაშორისი გზების შეკეთებით, დედაქალაქის ქუჩების დახაზვით, და ისეთ ადგილებზე საგზაო ნიშნების დადგმით, სადაც ისინი არ არის.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, სადაც ფულის გამომუშავება ძნელია, არ შეიძლება ადამიანებს საკუთარი ქონების გაყიდვა აუკრძალო, როდესაც მათ ეს მათთვის აუცილებელია.

 

„არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას გვაძლევდეს. სომხეთში მარჯვენსაჭიანი მანქანა მეტია, და თუ ამ კანონს მიიღებენ, მათ მფლობელებს პრობლემები შეექმნებათ. ჩემი მანქანის საყიდელ ფულს დიდხანს ვაგროვებდი. ღმერთმა დაიფაროს, და, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი გაყიდვა რომ დამჭირდეს, ამის გაკეთებას ვერ შევძლებ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

საბოლოოდ მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. თუმცა, მინისტრმა პირობა დადო, რომ მოსმენილ არგუმენტებზე იფიქრებს და სამშაბათს საკუთარ შეხედულებას წარმოადგენს.

https://jam-news.net/?p=77720&lang=ka

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031