გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივი საგრანტო საპილოტე პროექტი "დაიცავი საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს" (KEAT) დაიწყო

20-10-2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "თანამშრომობა განვითარებისთვის" ფარგლებში
ერთობლივი საგრანტო საპილოტე პროექტი "დაიცავი საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს" (KEAT) დაიწყო.


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროში პროექტის განმახორციელებელ მხარეებთან შეხვედრა გამართა.


პროექტი ესტონეთის წითელი ჯვრის, პოლიციის დეპარტამენტისა და სამაშველო საბჭოსხელშეწყობით ხორციელდება.


პროექტის მიზანია ბავშვთა უსაფრთხოების საგანამანათლებლო სისტემის განვითარების მიმართულებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება.


ესტონეთის დელეგაციამ პირველი ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებს ესტონეთში დანერგილი პროექტი წარუდგინა, ასევე ესტონეთის წითელმა ჯვარმა, პოლიციის დეპარტამენტმა და სამაშველო საბჭომ ქობულეთის საჯარო სკოლებში პირველადი გადაუდებელი დახმარების, კიბერბულინგისა და სახანძრო/წყლის უსაფრთხოების თემატიკაზე სიმულაციური გაკვეთილები ჩაატარეს.


პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს წითელი ჯვარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აჭარის პოლიციის დეპარტამენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728