გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა

21-10-2021

ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.


მთავრობის მეთაური მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.


„სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კაცი, რომელიც გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31