გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავშიც გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი

21-10-2021

ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძის გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას და ბევრი სოციალური პროგრამა განხორცილდება.


„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან ქალაქ რუსთავში. ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. რუსთავში ძლიან მარტივი მოცემულობაა - ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით, წესიერებით და მეორე მხარეს არის ყველაზე ცნობილი ბანდიტი და მძარცველი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული. ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის კირკიტაძე - კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ქონებების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. ასეთი ადამიანი უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს. ჩვენ რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად, რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებს, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს. კირკიტაძე არ არის გამონაკლისი, პირიქით. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა პოლიციელის წინაღმდეგ. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენ ძლიერ გუნდი ვართ დაა ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ. ჩვენ ორ ქალაქში არ გვყავდა ჩვენი მერი - ოზურგეთსა და თიანეთში და ჩვენი მოტივაცია არის რომ ამ ორ ქალაქშიც ჩვენი მერი გავიდეს. ყველა რეგიონის მიმართ მექნება განსაკუთრებული ყურადღება. რუსთავის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამები განხორცილდება, რეალისტური და არა ისეთი აბსურდული, როგორიც ისმის ამ მოძალადე ბანდიტისგან. ნინოს არჩევნის შემდეგ ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ ბიუჯეტიდან რუსთავს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, უფრო მეტად კეთილმოვაწყოთ რუსთავი და რუსთაველებს მეტად კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930