გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნინო ლაცაბიძე, როგორც რუსთავის მერი იქნება საუკეთესო გარანტი, რომ ის უზრუნველყოფს ქალაქის განვითარებას

21-10-2021

რუსთავს განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ ეკონომიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში და სჭირდება მეტი ყურადღება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება. ნინო ლაცაბიძე, როგორც რუსთავის მერი იქნება ამის საუკეთესო გარანტი, რომ ის უზრუნველყოფს ამ ქალაქის განვითარებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავის მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება ოცივე მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება.


„დღეს გვქონდა შეხვედრა რუსთავში, სადაც ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ჩვენი კოლეგა ნინო ლაცაბიძე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საუბარი არჩევნების მეორე ტურთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ამაზე იყო მსჯელობა აქტივთან, მხარდამჭერებთან და პარტიის წევრებთან. რუსთავის განვითარება არის პრიორიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო. რუსთავს, როგორც ქალაქს აქვს განსაკუთრებული როლი ქართულ ეკონომიკაში, ქვეყნის ცხოვრებაში და სჭირდება მეტი ყურადღება, იგივე საბიუჯეტო კუთხით, ამაზე საუბრობდა დღეს პრემიერი. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავს მიეცეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარების საშუალება. ნინო ლაცაბიძე, როგორც რუსთავის მერი, იქნება ამის საუკეთესო გარანტი, რომ ის უზრუნველყოფს ამ ქალაქის განვითარებას. ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია რუსთავში უნდა გაგრძელდეს, დასრულდეს და ახალი პროექტებიც დაიწყოს, ამისთვის საჭიროა მეტი რესურსი, სწორედ ამაზე საუბრობს დღეს პრემიერი" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930