გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერის პირველი მოადგილე ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

21-10-2021

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, სოფელ რაჭისუბანში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.


ბუბა გობეჯიშვილის განცხადებით, პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ იგი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.


ვაქცინაციის მარათონი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ოტომბერს დაიწყო. დაბა კაზრეთისა და სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31