გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დადუნაშვილის მკვლელობისთვის გ.ბ-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ჯ-ს კი - 9 წელი და 9 თვე

1-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ სასჯელის ოდენობები განსაზღვრა.

დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 1/4-ით შეუმცირდა სასჯელი და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ხოლო, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს-.9 წლითა და 9 თვით.



გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ეკა არეშიძემ მიიღო.


შეგახსენებთ, 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.


ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031