1-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მან გიორგი მარგველაშვილისგან მიიღო დაპირება, რომ პრეზიდენტი ყველანაირად ეცდება, საქმეში მონაწილე დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ.
ამის შესახებ სარალიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნივთმტკიცება აღარ არსებობს და ხელახალი გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტს გადავეცი მოთხოვნა, რომ ჩემი შვილის მკვლელები, აბსოლუტურად ყველა დაისაჯოს. ამასთან, გავუზიარე საქმის ის დეტალები, რომლებიც დამალული იყო. თუმცა რა ბერკეტები აქვს პრეზიდენტს და რას გამოიყენებს ის, ამის შესახებ არაფერი ვიცი. დამპირდა, რომ ყველანაირად ეცდება, არ მქონდეს განცდა, თითქოს დამნაშავეები არ არიან დასჯილნი. სავარაუდოდ, მთავრობასთან მიდის მოლაპარაკებები, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც სიმართლეს შეესაბამება“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.