ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, განცხადებით, თბილისის სხვადასხვა ადგილას იმართება დამოუკიდებელი აქცია, რომლის მონაწილენიც პარლამენტის შენობასთან თითქოსდა პოლიტიზირებული პროცესების გამო არ მიდიან.
სარალიძის თქმით, მისი შვილის სული არ იყიდება.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია 16:00 საათზე განახლდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა ადგილას იმართება აქციები და აქ არ მოდიან, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს და აქ ვიღაც პოლიტიკოსები არიან. მე ჩემი შვილის სულს არასდროს, არავის მივყიდი, ჩემი შვილის სული არ იყიდება“- განაცხდაა სარალიძემ.