გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და რაც მთავარია, იცავს სიკვდილისგან

22-10-2021

რაც შეეხება კოვიდ-ვითარებას, ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ბოლო პერიოდში მომატებული არის ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, ნუ დაუჯერებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.


„ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას. ვაქცინების რაოდენობა შემოტანილია, გვაქვს ყველანაირი ვაქცინა, 1-ელ ოქტომბერს შემოვიტანეთ დამატებით მილიონი „სინოფარმი", ესეც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული მაღალი ხარისხის ვაქცინა. გვაქვს „ფაიზერი", დამატებით ნახევარ მილიონს ველოდებით ახლა. ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30