22-10-2021
ჩვენი ქვეყანა და მთავრობა მოხვდა ევროპის 20-ეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის სპეკულაცია და ყალბი დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რაც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან", არის გაქარწყლებული, თუნდაც ამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევებით და ანგარიშით.
„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანობის კუთხით და სხვა უამრავი პარამეტრია ჩამოთვლილი, ამ ინდიკატორებით ნაჩვენები არის ჩვენი ხელისუფლება და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეფექტურობა. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ბედნიერი და მოხარული, როდესაც ეს ყველაფერი კონვერტირდება და გარდაიქმნება რეალურ შედეგებად, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.