გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორი არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ამის სახეა გიგი უგულავა, უგულავა დამარცხდება სამარცხვინოდ, ისე, როგორც უკვე დამარცხდა 8-ჯერ მისი მჩაგვრელი პარტია

22-10-2021

ჩვენ შევხვდით ფოთში ჩვენს საარჩევნო შტაბს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველსავე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისთვის და ფოთელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები ფოთის გალამაზების მიმართულებით.


„ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად, მათ შორის მალთაყვის თაობაზეც გვქონდა განხილვები და გვაქვს მზაობაც. დღეს ვინ უპირისპირდება ახალგაზრდა, პერსპექტიულ, პროგრესულ კაცს, ბექა ვაჭარაძეს და „ქართულ ოცნებას" - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, კორუმპირებული კაცი, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორი არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი, ამის სახეა გიგი უგულავა, ბიუჯეტის ქურდი, კორუმპირებული კაცი, რომელმაც გაბედა და ჩამოვიდა ფოთში. დავსვი შეკითხვა და მინდა კიდევ გავიმეორო, რისთვის ჩამოვიდა? ისევ მოსაპარად, დასანგრევად. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, აწამეს და გააუბედურეს ხალხი, დაჩაგრეს ჩვენი მოსახლეობა, ამის უფლებას მეორედ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, არ მივცემთ ამ ადამიანებს, გაიგონ და ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრონ, უნდა დატოვონ პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათი ადგილი არ არის მომავლის საქართველოში, მომავლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ, სხვა ნებისმიერი საქმე აკეთონ, მაგრამ პოლიტიკის გარდა, ვინაიდან მათ ძალიან დიდი ზიანი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ფოთის მოსახლეობა, აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ეს არჩევნები სრულად მშვიდად დაასრულოს, ბექას გამარჯვებით, იმიტომ, რომ სხვა რეალური ალტერნატივა, პერსპექტივა არ აქვს დღეს ქვეყანას, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ასეც იქნება და უგულავა დამარცხდება სამარცხვინოდ, ისე, როგორც უკვე დამარცხდა 8-ჯერ მისი მჩაგვრელი პარტია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930