2-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის წევრები დღეს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, ერთადერთი მიზანი, რის გამოც ის და მისი ოჯახის წევრები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, ლოცვა-კურთხევის მიღება იყო და მას პატრიარქთან გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.
„ჩვენ პატრიარქთან ვიყავით და არა შინაგან საქმეთა მინისტრთან. ვიყავი ლოცვა-კურთხევის მისაღებად ოჯახთან ერთად, ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად. უწმინდესმა დაგვცლოცა და გვითხრა რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. მე მას მოვუყევი ის, რასაც ყველა ადამიანს ვუყვები. პატრიარქმა დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა მივიღეთ და წამოვედით“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.