2-06-2018
პარლამენტის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია ლოზუნგით- „ნუ მომკლავ“ განახლდა.
ზაზა სარალიძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს.
„აბსოლუტურად ყველა ადამიანს მოვუწოდებ, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისისა: გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი, ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, ამას ვინმე აუცილებლად გამოიყენებს. მოვუწოდებ ხალხს, დამიდექით გვერდით, რომ ეს პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ. მე მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.