გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

25-10-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს. საერთაშორისო სამიტი „Future of Tourism World Summit" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. სამიტში ასევე მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.


სამიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.


სამიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კოვიდურ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. საუბარი შეეხება ტურიზმის აღდგენის გეგმებს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ურბანულ ტურიზმს, მომხმარებელთა და ტურისტთა დაცვას.


სამიტი „Future of Tourism World Summit" ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930