გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: გვარამიამ თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით

25-10-2021

„გვარამია თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.


„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებით და, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობით, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


როგორც ცნობილია, 2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.


ნიკა გვარამიას ცნობით, №18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930