გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიიციის დეპარტამენტის დირექტორი: ჯერჯერობით ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება

3-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობის დროს ინციდენტი მოხდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად კუპრავას დაუპირისპირდნენ.


„აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა. ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, მართლწესრიგი და საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავს. ამ ეტაპზე არ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება. თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ.


მე ვერ გეტყვით რა ხდებოდა კარავში, მაგრამ ხმა გამოდიოდა. რამდენიმე ნასვამი პიროვნება იყო კარავში, რომელსაც სჭირდებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს. მომხდარ ფაქტზე დაკავებულები არ არიან“-განაცხადა კუპატაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031