3-06-2018
"თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მესტიაში კორეელი ტურისტი, 25 წლის ქალი გააუპატიურეს. შემთხვევა 1 ივნისს, ღამის 3 საათზე, მესტიის ცენტრალურ პარკში, მერიისა და პოლიციის შენობებიდან 20 მეტრში მოხდა. სავარაუდოდ იგი ადგილობრივი მკვიდრია. დაზარალებული კი უკვე დაკითხეს მესტიის პოლიციაში.
როგორც "თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.