26-10-2021
„ციხის საავადმყოფოში დღეს არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურასა და პატიმარზე მორგებულ მკურნალობის პროგრამებს იწუნებს ხალხი მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს სულ მცირე 12 გადაწყვეტილება, სადაც ნაცმოძრაობის ხელისუფლება მხილებულია 2004-2011 წლებში პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში“ - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. აქვე ანრი ოხანაშვილი აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჩამონათვალს: 1. C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობისა თუ არასათანადო მკურნალობის გამო! 2. გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არგაწევის გამო! 3. ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო! 4. დიაბეტზე არასათანადოდ მკურნალობის გამო! იხილეთ რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო თითოეულ ამ საქმეზე: 1. 2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება - „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში დიაბეტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 2. 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება - „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობამ პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია, რითიც დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება). 3. 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება - „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ოფთალმოლოგიურ დაავადებაზე და ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 4. 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება - „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2003 – 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 5. 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება - „მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2007 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 6. 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება - „ილდანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 7. 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება - „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში მომჩივნის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ასევე გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არ გაწევის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 8. 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება - „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 - 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში C ჰეპატიტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 9. 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება - „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში გულისა და ღვიძლის დაავადებებზე არასათანადო მკურნალობის გამო, ასევე საავადმყოფოში დროულად ვერგადაყვანის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 10. 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება - „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაავადება, C ჰეპატიტზე არასათანადოდ მკურნალობა და საბოლოოდ, აღნიშნულის შედეგად, პატიმრის ციხეში გარდაცვალებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება). 11. 2009 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება: „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცებამდე და პატიმრობის პერიოდში სამედიცინო მკურნალობის არარსებობა, ასევე პატიმრობის პერიოდში C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობით, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). 12. 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება: „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“ როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, 2007 წელს მომჩივნის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულების შემდეგ მოხდა, გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოდან მისი გაწერა გამოჯანმრთელებამდე განხორციელდა. მომჩივანს ასევე არ ჩატარებია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა C ჰეპატიტზე. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).