3-06-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ხოლო 1987 წელს დაბადებული კ.თ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.