გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ხვალ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ რევანშისტულ, სამშობლოსა და გმირების გამყიდველ ძალას არ მივცემთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას

27-10-2021

„ჩვენ უკვე ვემზადებით. აჭარიდან ხალხის გარკვეული რაოდენობა უკვე დაიძრა დედაქალაქისკენ. ვიქნებით ათასობით სხვა რეგიონების და დედაქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად. ხვალ არის ჩვენი ერთობის დღე" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ჩართვაში საუბრისას.


„ხვალ არის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ერთის მხრივ ერთობას, ერთიანობას, ღირსებისა და თავისუფლების ფასს და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენ არც ერთ ბოროტმოქმედ და რევანშისტულ, სამშობლოსა და გმირების გამყიდველ ძალას არ მივცემთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და გამარჯვების დღე იქნება დედაქალაქში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31