გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესპუბლიკელები: ეს ის სცენარია, რომელიც ყველაზე მეტად აწყობს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს

3-06-2018

დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს რესპუბლიკური პარტია სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"რესპუბლიკურ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩაგრავს სახელმწიფო.


გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში. ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისგან", მიხეილ სააკაშვილისგან, მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს. გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი კი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს და ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების წინა ხელისუფლებით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული სცენარი და ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით, შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით საბოლოო ჯამში ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება.


რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა მიმდინარე პროცესებში, საზოგადოების კონსოლიდაცია და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საზოგადოებაში არსებული რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031