გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

27-10-2021

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. პროექტი  მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავსმიზნად.


ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობით,ინდივიდუალურიკონსულტაციები მიიღომათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.


კომპანია „სკამმა“, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო გეგმები გაყიდვების წერტილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. „ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ კორპორატიულ ბაზარზე, დავაიდენტიფიციროთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, ვგეგმავთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც“,- აცხადებსკომპანიის დირექტორი,გიორგი სურგულაძე.


კომპანია „სკამი“ 2019 წელს დაარსდა და ის ხის ავეჯსა და აქსესუარებსაწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ძირითადი მიმართულება სამზარეულოს სკამებისა და მაგიდების წარმოებაა. თუმცა, ის მომხმარებელს მისაღები ოთახისა და საძინებლის 15-მდე სახეობის დამხმარე ავეჯსა და აქსესუარსაც სთავაზობს. „სკამის“ პროდუქციას ხარისხი გამოარჩევს. კომპანია წარმოების პროცესშინატურალური ხის მასალებს და მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებს იყენებს. 


„ჩვენი კომპანიის ამჟამინდელი გამოწვევა საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომაა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სხვადასხვა სახის სტატისტიკა, (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) ექსპორტი, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები, ლოგისტიკური საკითხები,პროდუქციის მიმართ არსებული მოთხოვნები სერტიფიკატების თუ ლიცენზიების კუთხით და სხვა. პროექტის ფარგლებში საკმაოდ ინფორმაციულ ტრენინგებს დავესწარით და ახალი, საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი ტრენინგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც უფრო ეფექტური ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები ვისწავლეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომელიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. კიდევე ერთი ტრენინგი-  ექსპორტის მიმართულებით სწორედ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხმიანებოდა. მისი დახმარებით,უფრო სიღრმისეულადგავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელ. კომერციის, გაყიდვის არხებისა და ბაზრის კვლევის საკითხებს. ამჟამად პროექტის იმეტაპზე ვართ, სადაც დარგის ექსპერტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჩევთ კომპანიისთვის რელევანტურ საექსპორტო ბაზრებს, პროდუქციას“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.


საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისმსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით  კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების,ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების,შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930