3-06-2018
პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული სქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიული თანამდებობების შესახებ იმსჯელეს.
ჟურნალისტებს ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიას ხუთი მდივანი ეყოლება. მისი განცხადებით, თავად პარტის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე რჩება. გენერალური მდივნის თანამდებობას კვლავ კახა კალაძე, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობას - გიორგი ვოლსკი დაიკავებენ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საერთაშორისო მდივნის პოზიციას თამარ ჩუგოშვილი, ხოლო რეგიონული მდივნის პოზიციას დიმიტრი სამხარაძე დაიკავებენ.
„მეორე საკითხი ეს იყო პარტიული თანამდებობები, როგორც მოგეხსენებათ, გაიმართა პარტიის ყრილობა და ყრილობის შემდეგ პოლიტსაბჭოს ჰყავდა ასარჩევი თანამდებობის პირები პარტიულ თანამდებობებზე. მდივნების თანამდებობები იყო დასაკავებელი და თანამდებობებს იკავებენ კვლავაც გენერალური მდივნის თანამდებობას-ბატონი კახა კალაძე, მე კვლავაც ვიქნები პარტიის აღმასრულებელი მდივანი. ასევე, პოლიტიკური მდივანი კვლავაც იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი. დამატებით შემოვიღეთ ორი ახალი მდივნის თანამდებობა-ეს არის საერთაშორისო მდივანი და ამ პოზიციას დაიკავებს ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი და კიდევ ერთი ახალი პოზიცია-ეს არის რეგიონული მდივნის პოზიცია, ამ თანამდებობას დაიკავებს ბატონი დიმიტრი სამხარაძე. ანუ, ხუთი მდივანი ეყოლება პარტიას. ხუთივე მათგანი არის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.