გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის დავუთმობთ

27-10-2021

„ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, მადლობა, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ.


ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ემოციაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არავის მივცეთ საშუალება, დაგვაბრუნოს წარსულში.


მჯერა რომ, ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა ძალიან ძვირფასია, ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება, იმისთვის, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლების და წარმატების გზა.


ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის დავუთმობთ, რადგან, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს.


არ შემიძლია განსაკუთრებით არ მოვეფერო ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან. ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრობის ქალაქში ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი ჩვენ ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს.
მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.


სწორედ ასე, სოფლების, ქალაქების განვითარებით, ჩვენ ყველანი ერთად შევიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის" - განაცხადა ლაცაბიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930