გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანდიდატურა პარლამენტში შემოვა

3-06-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პრეროგატივა არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი პროცედურები კანონმდებლობით არის დადგენილი და პოლიტსაბჭოს ფორმატში კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.


„პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა არ არის პოლიტსაბჭოს პრეროგატივა. როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობით არის დადგენილი შესაბამისი პროცედურები, ერთ თვიანი პროცედურა არის დადგენილი, იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების საფუძველზე შეარჩევს კანდიდატურებს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს უკვე საპროკურორო საბჭო და მხოლოდ ამის შემდეგ მთავრობა ამტკიცებს კანდიდატურას და ეს დამტკიცებული კანდიდატურა შემოდის საქართველოს პარლამენტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვა კანდიდატურა, ჩვენ შეგვეძლება პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ამ კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე. მანამდე, პოლიტსაბჭოს პრეროგატივა ეს არ არის”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031