გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე

3-06-2018

„გუშინ, უბრალოდ, გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარია, ასე ვთქვათ, პარტიულ მიტინგზე, თორემ წინა დღეებშიც ჩვენ უკვე ძალიან ცხადად ვხედავდით იმას, თუ როგორ წარიმართებოდა და ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მიტინგები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.


„რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო საზოგადოებრივი რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა განაჩენთან დაკავშირებით. ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები განაჩენის თაობაზე და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, თუმცა, ამის შემდეგ, იმავე დღეს, საღამოდან პრაქტიკულად, სადავეები პროცესზე ხელში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ. ასე გრძელდებოდა ეს პროცესები ამ ორი დღის განმავლობაში და ეს უბრალოდ საბოლოოდ გაცხადდა გუშინ. ვიხილეთ სამწუხაროდ, ძალიან, მე ვიტყოდი, კომიკური სურათიც გუშინ. ასე შეფასდა საზოგადოების მიერ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ აქციაზე. შესაბამისად, ყველაფერი არის, ბუნებრივია, ცხადზე უცხადესი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031