გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, ვინმე გაბედავს რაიმე პროვოკაციას, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს სახელმწიფოს და კანონის სახელით

29-10-2021

ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით შევაჩერებთ მათ ნებისმიერ მცდელობას, ბოიკოტის, საბოტაჟის, პროვოკაციის მოწყობის, ყველას ვუპასუხებთ სამართლებრივად, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს.


„მით უმეტეს, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, შიდა მტრებს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, ვინმე გაბედავს რაიმე პროვოკაციას, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან, სახელმწიფოს და კანონის სახელით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031