29-10-2021
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 29-31 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ქართული ღვინის ფორუმი ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის წარმოჩენას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით,შვეიცარიაში მსგავსიმასშტაბისღონისძიება პირველადიმართება, რაც აღნიშნულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
„ქართული ღვინის ფორუმის ქალაქ ბერნში გამართვის უმთავრესი მიზანია შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციადა დამკვიდრების ხელშეწყობა, მისი ისტორიის, ტრადიციების, თანამედროვეობისა და პერსპექტივების წარმოჩენაა. ევროპის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ქართულ ღვინოს აქვს ის უნიკალურობა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს კონკურენცია გაუწიოს ევროპის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რის შედეგადაც, ბოლო წლებია სტაბილურად მზარდია ქართული ღვინის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბითდა, შესაბამისად, ექსპორტი“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.
ფორუმის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ ქართული ღვინის ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. ქართული ღვინის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ასოციაციის „ქართული ღვინო“ წარმომადგენელმა ტატა ჯაიანმა ისაუბრა.
ფორუმზე, რომელიც ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” იმართება, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
ღონისძიების ორგანიზატორები შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო, „ქართული ღვინის გალერეა“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრი შვეიცარიაში“ არიან.