გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ქოლცენტრების, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაციაა

29-10-2021

ქოლცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოძიების მიერ რის დადასტურებული.


„გუშინ გამოვიდა მათი მთავარი სიყალბის და დეზინფორმაციის პროპაგანდისტი, მთავარი პროვოკატორი გვარამია, რაღაც გაუგებარი სქემა წარმოადგინა და აბსურდული ბრალდება, სასაცილო. ქოლცენტრების ბიზნესის ლობირებაში დაგვდეს ბრალი. ამ ქოლცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაცია. კეზერაშვილი რომ ცნობილი კრიმინალი და დამნაშავეა, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, ამაზე ამაზრზენი რა შეიძლება გააკეთო, მტერი უნდა იყო, როცა საკუთარი ჯარის ბიუჯეტს გაფლანგავ. რას ვგულისხმობ ამაში - როცა მინისტრად დავინიშნე, მაინტერესებდა განვლილი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება და საბუთები და აღმოვაჩინე, რომ მილიარდზე მეტი დებიტორული დავალიანება არსებობდა მანამდე, რაც იქნა ჩამოწერილი მე ვფიქრობ, უსამართლოდ და აქაც ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. ამას გარდა, 300 მილიონი დებიტორული დავალიანება დამხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეულობით მილიონი იყო გადარიცხული კეზერაშვილის მინისტრობის დროს, ფიქტიური კონტრაქტის საფუძველზე, ოფშორულ კომპანიებში, თითქოს რაღაც შეიარაღების შესყიდვაზე, თითქოს რაღაც ტრენინგის ჩატარებაზე, ჯარის წვრთნებისთვის. ჩვენს ჯარს არც შეიარაღება მიუღია, არც ტრენინგი ჩატარებულა და ეს არის დადასტურებული გამოძიების მიერ. სასამართლომ ასეთ ერთ-ერთ საქმეზე ბატონ კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღვეთა. ეს ადამიანი დღეს აფინანსებს ტელევიზიას, პოლიტიკურ პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობას" და პატარა ფსევდო ოპოზიციურ პარტიებს. ეს კაცი ქოლცენტრების უკან იდგა და დგას, მათ შორის საქართველოშიც. მე არ ვარ გამომძიებელი და მითუმეტეს, პროკურორი და არ მინდა, გამოძიების კომპეტენციაში შევიდე, მაგრამ, მე, როგოც პრემიერ-მინისტრმა მინდა მოსახლეობას ვუთხრა და განვუმარტო, რას ვგულისხმობდი - ვინაიდან გამოძება შეეხო მის ამ კრიმინალურ საქმიანობას, იფიქრეს, რა უნდა მოემოქმედებინათ და გვარამიამ სწორდ ეს გაუგებარი ბრიფინგი ჩაატარა. ანუ, რა გამოდის - კეზერაშვილის უკანონო საქმიანობა დაგვაბრალეს ჩვენ, ჩვენ, ვინც გამოვიძიეთ და ვიძიებთ მის კრიმინალურ საქმიანობას და ამაში ევროპული ქვეყნებიც არიან ჩართულნი. გამოძიებას უნდა მივანდოთ ეს საქმე და თავს შევიკავებდი ზედმეტი კომენტარისგან. მე არცერთი ადამიანის მიმართ არავითარი სუბიექტური არ გამაჩნია. არც კეზერაშვილის, არც სააკაშვილის და არც არავის მიმართ. მე ვლაპარაკობ საქმეზე, დანაშაულზე, კრიმინალზე. ეს ჩემი ვალდებულებაა, რომ როგორ პრემიერ-მინისტრი, როგორც მანამდე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასეთ დანაშაულებზე მოვახდინო რეაგირება. ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. „ფორმულაც" „ტვ პირველიც", „მთავარიც", ეს სამივე ტელევიზია სწორედ კეზერაშვილისგან ფინანსდება და მათი ეს ბრალდებები ჩემთვის არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რომ დანაშაულზე ყველამ თანაბრად აგოს პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930