3-06-2018
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია შეუერთდა.
ახალაიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს.
"ეს ხელისუფლება თავისი ბანდიტი მეთაურით, უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, უნდა წავიდეს სახლში. ვუთანაგრძნობ დაღუპული შვილების მამებს. ჩემი ოჯახის წევრიც ამ ხელისუფლების გამოა დაღუპული. ამიტომ, მოვდივარ და ვდგავარ მხარდაჭერის მიზნით. როგორი პროკურატურაც არის დღეს საქართველოში, ასეთი არ ყოფილა საქართველოს პროკურატურის ისტორიაში.
ჟურნალისტის კითხვას, თქვენი პროკურატურაში ყოფნის დროსაც არსებობდა პროკურატურასთან კითხვები, რაზეც სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა პროკურორმა უპასუხა: გეკითხათ მაშინ.
აქ ვდაგავრ იმიტომ, რომ ვგმობ ძალადობას. ძალადობა არის დღევანდელი ხელისუფლება და თქვენ მონაწილე ხდებით ამ ხელისუფლების ძალადობის (ასე მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს)" - განაცხადა როლანდ ახალაიამ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან.