გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სააკაშვილი: როგორც კი დოკუმენტი მექნება, მაშინვე საქართველოში ჩავალ

3-06-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლონეთში იმყოფება, სადაც ადგილობრივი მაუწყებლობის ეთერში საქართველოში გამგზავრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ როგორც კი შესაძლებლობა ექნება, მაშინვე გაემგზავრება.


"საქართველოში იმისიც კი ეშინიათ, რომ მათ ციხეში ვიჯდე, ხოლო როცა ხელისუფლებას იმ ადამიანის ეშინია, რომელსაც ციხე ემუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხში მე ძლიერი პოზიცია მიჭირავს.


ახლა პირიქით, კი არ ვემალები მართლმსაჯულებას, ვეუბნები, მოვალ-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან - არა, არა, დარჩი სადაც ხარო. უბრალოდ ამ ეტაპზე არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, რომ საქართველოში წავიდე და როგორც კი მექნება, არ დავაყოვნებ, წავალ და ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები", - აცხადებს სააკაშვილი.




ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930