4-06-2018
ჭიათურელი მაღაროელები აღარ გაიფიცებიან, – ამის შესახებ პირველ არხს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ამირან მაჩიტიძემ განუცხადა.
მაჩიტიძის ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება მთელი ღამის მანძილზე განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ხელმძღვანელობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ხელფასი 10 %–ით გაგვიზარდა”-აცხადებს მაჩიტიძე.
მოლაპარაკების პროცესის შეთანხმებით დასრულებას ადასტურებს “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიც, რომელიც განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს.
ჭიათურელი მაღაროელების აქცია და გაფიცვა დღეს დილით ხელფასის მატებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნით უნდა დაწყებულიყო.