არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე სავარაუდოდ, ნასვამმა კაცმა მაღაზიაში იარაღი გაისროლა და კონსულტანტს ანასხლეტი ფეხში მოხვდა.
როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 236-ე და 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.